ვიარ ჰოლდინგი

VR Vake Sky Tower

ილია ჭავჭავაძის გამზირი, 49

მშენებარე
1 / 32
VR Holding აგრძელებს ინოვაციური პროექტების დაგეგმარებასა და მშენებლობას. კომპანიამ დაიწყო ახალი პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის - VR Vake Sky Tower - Fashion Avenue-ის მშენებლობა, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში, კერძოდ, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას განთავსდება. VR Vake Sky Tower - Fashion Avenue არის 260-მეტრიანი, თბილისში ყველაზე მაღალი შენობა. ეს არის ის ინოვაციური პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ისეთი პროექტი, რომელიც უახლეს სტანდარტებს ნერგავს ქალაქის ცენტრში. კომპანიის მიზანია VR Vake Sky Tower- Fashion Avenue იქცეს თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ეპიცენტრად, შექმნას ათეულობით სამუშაო ადგილი, მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში და მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები. მიგვაჩნია, რომ პროექტს უდიდესი პოზიტიური ზეგავლენა ექნება დედაქალაქში ახალი სტანდარტის დამკვიდრებისა და საცხოვრებელი დონის გაუმჯობესების კუთხით. VR Vake Sky Tower -Fashion Avenue-ის პროექტი არსებული გზებისა და ინფრასტრუქტურის განახლება-გაჯანსაღებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო, მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებიც შეძლებენ. აღსანიშნია, რომ მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე, რეგიონში ყველაზე მაღალ ნიშნულზე არსებული ინფინიტი აუზი განთავსდება. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ვაკეს დამატებით ღირებულებას შესძენს. სწორედ ამ პროექტში განთავსდება VR Vake Sky Tower - Fashion Avenue-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები, რომლებიც გრძელვადიან გაქირავებაზე იქნება გათვლილი და მათ მფლობელებს კომპლექსის ყველა უპირატესობით სარგებლობა შეეძლებათ.

Amenities

პარკინგი
ლიფტი
სპორტდარბაზი
საცურაო აუზი
24/7 დაცვა
კონსიერჟი
საბავშვო მოედანი
ბაღი
სათავსო
სმარტ-სახლი
შინაური ცხოველი
ცენტრალური კონდიც.
ცენტრალური გათბობა
სათადარიგო ენერგია
EV დამტენი