მშენებარე
1 / 24
თბილისი ჰილსის ახალი აპარტამენტები წარმოადგენს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მაცხოვრებლების ყოველ სურვილსა და საჭიროებას. აპარტამენტების კონცეფცია სამ ფუნდამენტურ პრინციპს ემყარება: პირადი სივრცის განცდა, უმაღლესი ხარისხი და ბუნებასთან სიახლოვე.
ტერიტორიაზე შენდება ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი შენობა. თითოეულ შენობაში კი 44 აპარტამენტი განთავსდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში. აპარტამენტების გვერდით მოეწყობა კომერციული შენობა და ცენტრალური პარკი.
მაღალი ჭერი, დიდი ტერასები, სლაიდური ვიტრაჟები, ხმაგაუმტარი კედლები, ხედი ქალაქსა და შავნაბადას მონასტერზე, ჰოლში საერთო გამწვანებული სივრცე, ეს ის უპირატესობებია, რომელიც ნებისმიერ აპარტამენტში შეგხვდებათ.
კეთილმოწყობა
პარკინგი
ლიფტი
სპორტდარბაზი
საცურაო აუზი
24/7 დაცვა
კონსიერჟი
საბავშვო მოედანი
ბაღი
სათავსო
სმარტ-სახლი
შინაური ცხოველი
ცენტრალური კონდიც.
ცენტრალური გათბობა
სათადარიგო ენერგია
EV დამტენი