მშენებარე
მოზაიკა — 23-სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, საპარკინგე და კომერციულ სივრცეებს ერთ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში.
პროექტი საბურთალოზე, გაზაფხულის ქუჩა N10-ში შენდება, რეკრეაციული ზონის მიმდებარედ, რაც მაცხოვრებლებს მშვიდ და ეკოლოგიურად დაბალანსებულ გარემოს სთავაზობს.
შენობის არქიტექტურა გამოირჩევა თანამედროვე და დახვეწილი ესთეტიკით. ფასადზე გამოყენებულია ხის ტექსტურის მქონე ალუმინის კომპოზიტური საჩრდილობლები და ენერგოეფექტური ალუმინის ვიტრაჟული სისტემა, რაც ორგანულად ერწყმის გარემოს და ქმნის ჰარმონიულ ვიზუალურ იერსახეს.
გამოყენებული მასალები ხასიათდება მაღალი ენერგოეფექტურობით, მექანიკური სიმტკიცითა და გამძლეობით გარემო პირობების მიმართ, რაც უზრუნველყოფს შენობის ხანგრძლივ ექსპლუატაციას და ფერის სტაბილურობას დროთა განმავლობაში.
მაღალი ხარისხის რუხი ფერის ალუმინის კარ-ფანჯრები და მინის აივნის მოაჯირები კიდევ უფრო ამდიდრებს პროექტის არქიტექტურულ კონცეფციას და უსვამს ხაზს მის თანამედროვე, ელეგანტურ სტილს.
მოზაიკა — კომფორტის, ხარისხისა და თანამედროვე ცხოვრების ჰარმონიული შერწყმა თბილისში.
Amenities
პარკინგი
ლიფტი
სპორტდარბაზი
საცურაო აუზი
24/7 დაცვა
კონსიერჟი
საბავშვო მოედანი
ბაღი
სათავსო
სმარტ-სახლი
შინაური ცხოველი
ცენტრალური კონდიც.
ცენტრალური გათბობა
სათადარიგო ენერგია
EV დამტენი