M2

m² მთაწმინდის პარკთან

ინოვაციების ქ. 20

მშენებარე
1 / 10
ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს „m² მთაწმინდის პარკთან“. ახალი პროექტი მოიცავს 6 ხუთ სართულიან შენობას, სხვადასხვა დაგეგმარების სახლებით, ეზოებით, ტერასებითა და დუპლექსებით. პროექტი გათვლილია მათთვის, ვისაც უფრო მეტ სიმწვანესა და სიმშვიდეში სურს ცხოვრება, ვინც უპირატესობას ანიჭებს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სიჯანსაღესა და კეთილდღეობას. „m² მთაწმინდის პარკთან“ დასვენების, სიმყუდროვის და „საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების“ ადგილია. კომპლექსი მდებარეობს 13 წუთის სავალზე თავისუფლების მოედნიდან, რაც შესამჩნევი უპირატესობაა თბილისის ბევრ ცენტრალურ და შუალედურ უბნებთან. კომპლექსს პირდაპირი კავშირი აქვს ინოვაციების ქუჩასთან, რაც მაცხოვრებლებს მობილობის სხვადასხვა შესაძლებლობებს აძლევს თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებზე, მთაწმინდის პარკთან სიახლოვე კი დამატებით ღირებულებას სძენს პროექტს. ფუნიკულიორის საბაგიროსთან მარტივად წვდომისთვის, მაცხოვრებლებს მოემსახურება ელექტრომობილი. ყველა სახლიდან იშლება პანორამული ხედი სიმწვანეზე. თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად მოეწყობა თანამედროვე დიზაინითა და ორიგინალური მასალებით მოპირკეთებული ეზო და გამწვანებული სარეკრეაციო ზონა. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება სავარჯიშო დარბაზი, სადაც მაცხოვრებლებს ექნებათ შესაძლებლობა, სისტემატიურად მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

Amenities

პარკინგი
ლიფტი
სპორტდარბაზი
საცურაო აუზი
24/7 დაცვა
კონსიერჟი
საბავშვო მოედანი
ბაღი
სათავსო
სმარტ-სახლი
შინაური ცხოველი
ცენტრალური კონდიც.
ცენტრალური გათბობა
სათადარიგო ენერგია
EV დამტენი