მშენებარე
არქის ახალი, ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი არქი ლისი სანრაიზი გამწვანებულ გარემოში, საბურთალოზე, ლისის ტბიდან მხოლოდ 15 წუთის ფეხით სავალზე შენდება. არქი ლისი სანრაიზი 6 დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლისგან შედგება და მოიცავს 15 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, საბავშვო გასართობ სივრცეს და დახურულ ავტოსადგომს. ელიტარული კომპლექსის ბინებიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება თბილისზე. მის არქიტექტურაში კი მაქსიმალურად გათვალისწინებულია ადგილობრივი ურბანული მდგომარეობა და თავისი დახვეწილი ექსტერიერით ქალაქის იერსახეს ამშვენებს.
კომპლექსის მშენებლობისას გამოიყენება ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები. მათ შორისაა გერმანული ბრენდ YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც სხვა ბლოკებთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია. არქი ლისი სანრაიზის ექსტერიერში გამოიყენება მაღალი ხარისხის HPL პანელები, დეკორატიული ლესვა და მინის მოაჯირები, რაც კომპლექსის ექსტერიერს გამორჩეულად დახვეწილს ხდის.
Amenities
პარკინგი
ლიფტი
სპორტდარბაზი
საცურაო აუზი
24/7 დაცვა
კონსიერჟი
საბავშვო მოედანი
ბაღი
სათავსო
სმარტ-სახლი
შინაური ცხოველი
ცენტრალური კონდიც.
ცენტრალური გათბობა
სათადარიგო ენერგია
EV დამტენი