მშენებარე
არქი იასამნები საცხოვრებელი კომპლექსია მუხიანის საუკეთესო ადგილას, რ. გაბაშვილის ქუჩაზე. პროექტი 5 წუთის გზაზეა მეტრო „ახმეტელთან“, 2 წუთის ფეხის სავალზე კი მულტიფუნქციური სივრცე - რადიო ქალაქი მდებარეობს. ამას გარდა, კომპლექსი ახლოსაა ყველა საჭირო ობიექტთან, რომელიც კომფორტული ყოველდღიური ცხოვრებისთვისაა საჭირო.
არქი იასამნებს გამორჩეულ საცხოვრებელ სივრცედ პროექტის შიდა, 12 000 კვ. მ. გამწვანებული ეზო აქცევს, რომელიც იასამნების ბაღსაც მოიცავს. აქ ყველაფერია ჰარმონიული ცხოვრებისთვის - სპორტული მოედანი, პადელის კორტი, სავარჯიშო დარბაზი, საბავშვო გასართობი ზონა და სამეზობლო ლაუნჯი.
კომპლექსი 4 საცხოვრებელ ბლოკს და საბავშვო ბაღისთვის ცალკე შენობას აერთიანებს. მშენებლობაში გამოიყენება გერმანული ბრენდის YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს და 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ გადასახადებს ამცირებს.
Amenities
პარკინგი
ლიფტი
სპორტდარბაზი
საცურაო აუზი
24/7 დაცვა
კონსიერჟი
საბავშვო მოედანი
ბაღი
სათავსო
სმარტ-სახლი
შინაური ცხოველი
ცენტრალური კონდიც.
ცენტრალური გათბობა
სათადარიგო ენერგია
EV დამტენი