მშენებარე
არქი ჰორაიზონი პრემიუმ კლასის კომპლექსია ორთაჭალის მწვანე სივრცეში, საუკეთესო მდებარეობითა და უნიკალური ხედით მთელ თბილისზე. პროექტის კონცეფცია ქალაქის ისტორიულ უბანში ადამიანებისთვის მაღალი კლასის ცხოვრების გამოცდილების შექმნასა და ახალი პერსპექტივებისთვის უსასრულო სივრცის გახსნას გულისხმობს.
არქი ჰორაიზონის მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა აერთიანებს ყველაფერს, რაც თანამედროვე ადამიანს კომფორტული ცხოვრებისთვის სჭირდება: გარე აუზი - სიმსუბუქით რომ აივსო, ფიტნეს დარბაზი - სასურველი რიტმი რომ შეინარჩუნო, პადელის კორტები - ენერგია სასიამოვნოდ რომ დახარჯო, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები - საყვარელი სპორტის თამაშით რომ განიტვირთო, სამეზობლო ლაუნჯი - ნამდვილი კავშირები კომფორტულ გარემოში რომ შექმნა, პარკინგი - შენი გადაადგილება უსაფრთხოდ რომ იყოს დაცული.
არქი ჰორაიზონი გამორჩეულად საინტერესო პროექტია ინვესტიციისთვის. პროექტი მდებარეობს მშვიდ და კომფორტულ ადგილას, თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე წუთის სავალზე, დედაქალაქის ისტორიული ცენტრიდან 10 წუთში და აეროპორტთან ახლოს. მოსახერხებელი მდებარეობა, ელიტარული ბინები, უმაღლესი ხარისხის მშენებლობა და მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა სწორედ ისაა, რაც თანამედროვე ადამიანს სრულყოფილი ცხოვრებისთვის სჭირდება.
Amenities
პარკინგი
ლიფტი
სპორტდარბაზი
საცურაო აუზი
24/7 დაცვა
კონსიერჟი
საბავშვო მოედანი
ბაღი
სათავსო
სმარტ-სახლი
შინაური ცხოველი
ცენტრალური კონდიც.
ცენტრალური გათბობა
სათადარიგო ენერგია
EV დამტენი