აპარტ ჯგუფი

Apart Vake

ირ. ციციშვილის 1-ელ შესახვევი, #7

მშენებარე
1 / 10
აპარტ ჯგუფი წარმოგიდგენთ ახალ, პრემიალურ საცხოვრებელ სახლს, „აპარტ ვაკე“, რომლის მშენებლობა 2026 წლის ინვისში დაიწყება და 2029 წლის მარტში დასრულდება. 14-სართულიანი კომპლექსი აშენდება ვაკის შუაგულში, ი. ჭავჭავაძის გამზ. 75-ში (ირ. ციციშვილის 1-ელ შესახვევი, #7) და მოიცავს ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე, დინამიური ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისა და ოჯახებისთვის. იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე - გრძელვადიანი ინვესტიციისთვის. პროექტი განთავსებულია ქალაქის 3 უმნიშვნელოვანესი და პოპულარული სარეკრეაციო ზონის სიახლოვეს, ესენია: ვაკის პარკი, ცენტრალ პარკი და კუს ტბა. გამორჩეული ცენტრალური მდებარეობა საცხოვრებელ სახლს დამატებით ღირებულებას უქმნის. კომპლექსთან მარტივად მოხვდებით ორი მხრიდან: როგორც თამარაშვილის, ისე - ჭავჭავაძის გამზირებიდან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მდებარეობის მიმზიდველობას. პროექტს გამოარჩევს დახვეწილი ექსტერიერი და უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე საფასადე მასალები და ვიტრაჟული სისტემები. აქვე გათვალისწინებულია ექსტერიერში ჰარმონიულად ინტეგრირებული გამწვანებული ელემენტები. პროექტში, თითოეულ სართულზე დაგხვდებათ სხვადასხვა გემოვნებისა და ცხოვრების სტილის ადამიანებზე მორგებული 7 განსხვავებული გეგმარების ბინა 74კვ.მ.-დან. პროექტი აღჭურვილია უახლესი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებით აღჭურვილი სისტემებით, ორი მაღალი ტვირთამწეობის ლიფტითა და ორ სართულზე განთავსებული დახურული ავტოსადგომებით.

კეთილმოწყობა

პარკინგი
ლიფტი
სპორტდარბაზი
საცურაო აუზი
24/7 დაცვა
კონსიერჟი
საბავშვო მოედანი
ბაღი
სათავსო
სმარტ-სახლი
შინაური ცხოველი
ცენტრალური კონდიც.
ცენტრალური გათბობა
სათადარიგო ენერგია
EV დამტენი