ზენიტ ჯგუფი - ქართული დეველოპერული კომპანია, რომელიც 2025 წელს შეიქმნა მკაფიო ხედვით: ბაზარზე არ შემოსულიყო როგორც მორიგი სამშენებლო კომპანია, არამედ როგორც ახალი სტანდარტის შემქმნელი.
ჩვენთვის დეველოპმენტი მხოლოდ შენობის აგება არასოდეს ყოფილა, ეს არის სივრცის შექმნა, სადაც არქიტექტურა, ხარისხი, გარემო და ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება ერთ მთლიან გამოცდილებად ერთიანდება.
ჩვენ ვქმნით პრემიუმ კლასის საცხოვრებლებს ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანები ყველაზე მეტად ისურვებდნენ ცხოვრებას, დასვენებასა და საკუთარი მომავლის შექმნას. თითოეული პროექტი იქმნება იდეით, რომ დროის გამოცდას გაუძლოს, როგორც ესთეტიკურად, ისე კონსტრუქციულად.
