სტრუქტურა დეველოპმენტი

1 პროექტები structura.ge 0322452222
უძრავი ქონების დეველოპმენტი მოკლედ ასე შეიძლება განვმარტოთ: ბიზნეს პროცესი, რომელიც უძრავი ქონების გაუმჯობესებას, მის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად. სტრუქტურული ტრანსფორმაცია ცხოვრების უკეთეს ხარისხს გულისხმობს. ცხოვრების გაუმჯობესება კი, ჩვენი მთავარი საზრუნავია, რისთვისაც შევქმენით სტრუქტურა დეველოპმენტი – კომპანია, რომელიც უძრავი ქონების დეველოპმენტისთვის საჭირო ყველა ეტაპს საკუთარი რესურსით უძღვება, პროექტის კონცეფციის შექმნიდან მშენებლობის და გაყიდვების ჩათვლით. ჩვენი ისტორია 2007 წელს იწყება, როცა უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერული ჯგუფი, ბანი გამოჩნდა. 2024 წლამდე, ბანის ძირითადი საქმიანობა მრავალფუნქციური კომპლექსების სამშენებლო-სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო. შესრულებული პროექტების მოცულობა მრავალ ასეულ ათას კვადრატულ მეტრს ითვლის.