ნებისმიერი მომხმარებლისთვის ბინის ან სახლის შეძენა არის გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს, სიზუსტეს და ნდობას.
სწორედ ამიტომ, ადამიანები ბაზარზე შემოთავაზებულ მრავალფეროვნებას სკურპულოზურად სწავლობენ, რათა იპოვონ ადგილი, სადაც თავიანთ მომავალს ააშენებენ.
თუმცა, ერთი შეხედვით დიდი არჩევანის მიუხედავად, ქართულ დეველოპერულ ბაზარზე მრავალი პრობლემა რჩება გადაუჭრელი: სამშენებლო პროექტების დროულად დასრულება იშვიათია, საერთაშორისო სტანდარტების დაცვა ყოველთვის არ ხდება, უსაფრთხოებისა და იზოლაციის ხარისხი ხშირად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, გამოიყენება დაბალხარისხიანი მასალები, რაც დროთა განმავლობაში ამცირებს ბინის ღირებულებას; შედეგად კი ვერ ყალიბდება მდგრადი, კომფორტული და მშვიდი ცხოვრების გამოცდილება.
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა მეტა-დეველოპერული კომპანია “პროგრესია”, რომელიც თავისი გუნდის ათწლიან გამოცდილებასა და შენება-დეველოპმენტის მიმართ პედანტურ დამოკიდებულებას, ინდუსტრიაში პასუხისმგებლიანი კულტურის დანერგვისა და ადამიანების ცხოვრებაში სიმშვიდის, სიამოვნებით ცხოვრების გამოცდილების მოტანისთვის იყენებს.
ბრენდის იდეა თითოეული ადამიანისთვის სიმყუდროვის აკუსტიკის შექმნაა, რაც ნიშნავს იმას, რომ “პროგრესიაში” სივრცეები ისეა განვითარებული, რომ ყველა ხარისხობრივი, არქიტექტურული, ინფრასტრუქტურული ელემენტი, აქ მაცხოვრებელი ადამიანის მშვიდი ცხოვრების სამსახურშია.
ჩვენი სურვილია დეველოპერულ ბაზარზე დამკვიდრდეს რეალური ხარისხი და გულწრფელობაზე, გამჭვირვალობაზე და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა.
ჩვენთან ვადა არის ვადა, პირობა პირობა, სიტყვა კი სიტყვა.
